ვლადიმერ პუტინის ვიზიტი პეკინში, რომელიც დღეს დაიწყო, რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის წინაპირობას ქმნის, რაც არასასურველი იქნება, განსაკუთრებით აშშ-ს სანქციების ფონზე.
Financial Times-მა სამშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა პეკინში შესაძლოა ზრდიდეს საფრთხეს დასავლური ეკონომიკისთვის.
ვარაუდობენ, რომ პუტინის ვიზიტისას მხარეები ალტერნატიული გლობალური ფინანსური ბაზრის შექმნის საკითხს განიხილავენ.
რუსეთის პრეზიდენტს პეკინში თან ახლავს ცენტრალური ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ექსპერტების გუნდი. ისინი 2014 წლიდან რუსეთის ფინანსური სისტემის დედოლარიზაციაზე მუშაობენ. ამ ქმედებებმა ქვეყანას საშუალება მისცა გაეძლო სანქციების თავდაპირველ შოკისთვის.
როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვლიდან პეკინი გახდა რუსული ნავთობისა და გაზის უმსხვილესი გასაღების ბაზარი. ასევე რუსეთისთვის საჭირო ჩინური პროდუქციის მიწოდების საშუალება.
ამ პარტნიორობით შეშფოთებული თეთრი სახლი 2023 წლის დეკემბერში სანქციებით დაემუქრა ნებისმიერ ბანკს, რომელიც ხელს უწყობს რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ცალ-ცალკე ჩავიდნენ ჩინეთში მიმდინარე წლის დასაწყისში და გააფრთხილეს ჩინეთის ლიდერები და ფინანსური ინსტიტუტები, თავი შეიკავონ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისგან.
სანქციების საფრთხის მიუხედავად, როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის მთავრობები გამძლეობას იჩენენ.
რუსეთი და ჩინეთი ტრანზაქციების განსახორციელებლად ადგილობრივ ინფრასტრუქტურას იყენებენ.
მოსკოვისა და პეკინისთვის შემდეგი ნაბიჯი სავარაუდოდ იქნება მოწინავე ინფრასტრუქტურის შექმნა ფულადი გადარიცხვისთვის.
როგორც გამოცემა წერს, გლობალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრირებული ჩინეთის მსხვილი ბანკის ამ სისტემაში ჩართვა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, ზოგიერთ ჩინური ბანკს უკვე აქვს საკორესპონდენტო ურთიერთობა რუსულ ბანკებთან.
მცირე ჩინური ბანკები ახორციელებენ ტრანზაქციებს ეროვნულ ვალუტაში და იყენებენ მხოლოდ ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. ასევე ბევრ საგანგებოდ შექმნილ კომპანიას შეიძლება იყენებდნენ შუამავლად, მათ შორის ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. აშშ-თვის რთული იქნება მათი აღმოჩენა და შეჩერება.
ადრე თუ გვიან, აშშ-ს მთავრობა სავარაუდოდ გამოავლენს ამ მექანიზმებს, ნათქვამია სტატიაში. თუმცა, ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია დახვეწოს ფინანსური ინფრასტრუქტურა, რუსეთთან ფინანსური ანგარიშსწორებისთვის გამოსაყენებლად.
.