დღევანდელი, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 4.37 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7323 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 5.72 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9577 ლარს შეადგენს.
7,30 თეთრით დაეცა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4460 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.47 თეთრი ღირს.