Comex-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემებით, სპილენძის მსოფლიო ფასმა ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია.
ივლისის თვის ფიუჩერსებით ბოლო ვაჭრობაზე ფუნტ სპილენძზე 2.2%-ით გაზრდილი ფასი, ანუ $4,766 დაფიქსირდა, რაც 2022 წლის 18 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.
ისტორიული რეკორდი ფუნტზე $4,937-ია, რაც 2022 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში სპილენძის გლობალური ფასი დაახლოებით 28%-ით გაიზარდა.
სპილენძის იმპორტი გაუძვირდა საქართველოსაც. კერძოდ, თუ 2024 წლის თებერვალში ერთ ტონა სპილენძის მავთულს საშუალოდ $8 560-ად ვყიდოლობდით, მარტში მისი ღირებულებს $8 808-მდე გაიზარდა.
საქატატის მონაცემებით, თებერვალში საქართველოში შემოვიდა $1.294 მლნ-ს 151.2 ტონა სპილენძის მავთული, მარტში კი $2.010 მლნ-ს ღუირებულების 228.2 ტონა.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში სპილენძის მავთულის იმპორტი 16-წლის მაქსიმუმზეა. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).
2009 წელს ქვეყანამ ,ხოლოდ $171.6 ათასის ღირებულების 41.5 ტონა სპილენძის მავთული იყიდა, წელს სამ თვეში კი იმპორტით $5.422 მლნ ღირებულების 610.7 ტონა შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში სპილენძის მავთულის იმპორტი ძირითადად სამი ქვეყნიდან განხორციელდა, ესენია – უზბეკეთი, აზერბაიჯანი და ირანი.
- უზბეკეთი – $5.053 მლნ, 579.6 ტონა (საშუალო ღირებულება ტონაზე $8 720)
- აზერბაიჯანი – $239 ათასი, 15.9 ტონა (საშუალო ღირებულება ტონაზე $15 000)
- ირანი – $126.4 ათასი, 14.9 ტონა (საშუალო ღირებულება ტონაზე $8 450)