OPEC-მა განაცხადა, რომ 2024 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელოდება.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ყოველთვიურ ანგარიშში მიუთითებს, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მიმდინარე წელს გაიზრდება 2.25 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო 2025 წელს – 1.85 მილიონი ბარელით. ორივე მაჩვენებელი ემთხვევა წინა თვის პროგნოზს.
OPEC პროგნოზირებს, რომ 2024 წელს ნავთობზე დღიური მოთხოვნა 43,2 მილიონ ბარელს მიაღწევს(აპრილში მოპოვება 41,02 მილიონი ბარელი იყო), რაც მოსალოდნელზე ნაკლები მაჩვენებელია.
ეს არის OPEC+-ის(OPEC და მოკავშირეები რუსეთის ხელმძღვანელობით) ბოლო ანგარიში 1 ივნისის შეხვედრამდე, როცა წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას წლის მეორე ნახევარშიც.
OPEC-მა ასევე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის შესახებ.
OPEC+-ს 2022 წლის ბოლოდან ნავთობს შემცირებული მოცულობით მოიპოვებს. 2.2 მილიონი ბარელით შემცირებული დღიური მოპოვება ივნისის ბოლომდე მოქმედებს. არ არის გამორიცხული, უმსხვილესმა მომპოვებლებმა მოპოვების ეს ოდენობა 1,2 მილიონი ბარელით გაიზარდონ.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა პიკს 2030 წლისთვის მიაღწევს.
დღეისათვის Brent-ის ფასი $82,87-ია ბარელზე, ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობი 0,68%-ით გაძვირდა და ბარელზე $78,55 შეადგინა,