მსოფლიო ბაზარზე ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ბუმია.
უმსხვილესი ევროპული პორტები ჩინური მანქანების უზარმაზარ ავტოსადგომებად იქცა, რაც ადგილობრივი დილერების პროტესტს იწვევს. ჩინური ელექტრომობილები პრობლემას აშშ-ს ბაზარსაც უქმის, რის გამოც ვაშინგტონი გეგმავს, რომ საიმპორტო გადასახადი 4-ჯერ გაზარდოს, ამჟამად არსებული 25%-დან 100%-მდე.
ჩინური ელექტრომობილების იმპორტი იზრდება საქართველოშიც.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 145 ელექტრომობილი შემოვიდა, აქედან, 597 ერთეული ჩინეთიდან, მთლიანი იმპორტის დაახლოებით 28%.
ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტი 2017 წლიდან ფიქსირდება. აღნიშნულ წელს ჩინეთიდან მხოლოდ 9 ერთეული ელექტრომობილი შემოიტანეს. საქართველოში ჩინური წარმოების ელექტრომობილების იმპორტის მკვეთრი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო.
ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტის დინამიკა ასე გამოიყურება:
- 2017 წელი – 9;
- 2018 წელი -1;
- 2019 წელს – 34;
- 2020 წელი – 51;
- 2021 წელი -51;
- 2022 წელი – 312;
- 2023 წელი- 597.
მიმდინარე წლის სამ თვეში ჩინეთიდან 187 ელექტრომობილი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 26%-ს შეადგენს.
ჯამში, 2024 წლის იანვარ-მარტში ელ.მობილების იმპორტმა ქვეყანაში 722 ერთეული შეადგინა ($14.555 მლნ).
5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის სამ თვეში ყველაზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა:
- აშშ – 344 ერთეული ($6.219 მლნ)
- ჩინეთი – 187 ($4.966 მლნ)
- იაპონია – 132 ერთეული ($877.9 ათასი)
- გერმანია – 29 ერთეული ($1.414 მლნ)
- სამხრეთ კორეა – 15 ერთეული ($358.5 ათასი)