თურქეთი, რუსეთი და სომხეთი – ამ სამ ქვეყანაში, წელს პირველ კვარტალში, საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩავიდა.
დაფიქსირდა რეზიდენტი მოგზაურების 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათი უდიდესი ნაწილს- 46.1%, შეადგენდნენ 31-50 წლის მოგზაურები.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების(15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. არ შედის გასვლა დასაქმების მიზნით და პირები, რომლეიბიც ხშირად კვეთენ საზღვარს) მიერ საზღვარგარეთ
განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 521.6 ათასი შეადგინა, რაც 16.3%-ით მეტია
2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან 328.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორებიდან 204.8 ათასი ეწვია თურქეთს, 90 ათასი ვიზიტი განხორციელდა რუსეთში, 65.7 ათასი სომხეთში, 10.5 ათასი – აზერბაიჯანში, 88.2 ათასი ევროკავშირის ქვეყნებში. 79.8 ათასი ვიზიტი კი დანარჩენ ქვეყნებში განხორციელდა.
საქართველოს რეზიდენტების ვიზიტების განაწილება ქვეყნების მიხედვით:
რა არის ვიზიტის მიზანი?
ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.6%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების 33.7%-ის მიზანი საყიდლები იყო.
ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით:
ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1ღამე) 5.3%-ით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 97.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს
2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა და 873.1 ლარი შეადგინა.