მსოფლიოში კლიმატური ცვლილებები სერიოზულ ზიანს აყენებს ზეთისხილისა და შესაბამისად, ზეითუნის ზეთის წარმოებას.
ესპანელი მწარმოებლების თქმით, მცირდება მოსავალი, რაც თავისთავად ზრდის ფასებს პროდუქტზე. როგორც ცნობილია, ესპანეთზე ზეითუნის ზეთის მსოფლიო წარმოების 40% მოდის.
მწარმოებლების ინფორმაციით, იანვარში ესპანეთში ერთი ლიტრი ზეითუნის ზეთი $9.8 ღირდა, თუმცა ამ დროისთვის მისი $8-მდე შემცირდა. ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ზეთისხილსა და ზეითუნის ზეთზე ფასები მომავალში, მწარმოებლებს უჭირთ. თუმცა ამბობენ, რომ ფასი დიდი ხნის განმავლობაში ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება.
ზეითუნის ზეთის იმპორტი გაძვირდა საქართველოშიც. თუ იანვარში ერთი ლიტრის შემოტანა ქვეყანას $5.9 უჯდებოდა, თებერვალში მისი ღირებულება $9.8-მდე გაიზარდა, მარტში კი $8.1 შეადგინა.
ზეითუნის ზეთის იმპორტი 2024 წლის იანვარი-მარტი:
- იანვარი -20.03 ტონა($118.54 ათასი);
- თებერვალი – 20.83 ტონა ($205.83 ათასი):
- მარტი- 74.76 ტონა( $610.03 ათასი).
ამჟამად საცალო ქსელში, ერთი ლიტრი ზეითუნის ზეთის ღირებულებს 35-დან 45 ლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია მწარმოებელ ქვეყანაზე და იმაზე, თუ რა ტექნოლოგიითაა ზეთი დამუშავებული.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საქსტატის ცნობით, წელს სამ თვეში ზეითუნის ზეთი ძირითადად იტალიიდან($426.8 ათასი), თურქეთიდან ($177 ათასი) და საბერძნეთიდან (145.3 ათასი) შემოვიდა.