მარტში მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, მსოფლიო ოქროს სააგენტოს(WGC) წინასწარი შეფასებით, ოქროს რეზერვები გაზარდეს.
2024 წლის პირველ კვარტალში ცენტრალურმა ბანკებმა გლობალურად 1,102 ტონამდე ოქრო შეისყიდეს.
ინვესტორების მხრიდან ძვირფას ლითონზე, როგორც ზოდებზე, ასევე მონეტებზე, მოთხოვნა მაინც მაღალია.
დასავლეთის ქვეყნებში ოქროს შესყიდვა კვლავ ძლიერი იყო, განსხვავებით აღმოსავლეთის ბაზრებისგან.
ოქროს ყველაზე დიდი გამყიდველი იყო უზბეკეთი – 10,9 ტონა. ტაილანდმა საგრძნობლად შეამცირა თავისი მარაგი 9,6 ტონით.
იორდანია ასევე არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რეზერვებიდან ოქრო გაყიდეს- 3,7 ტონა.
ყველაზე დიდი შემსყიდველები იყვნენ თურქეთი (14,1 ტონა), ინდოეთი (5,1 ტონა), ჩინეთი (5 ტონა), ყაზახეთი, სინგაპური (თითოეული 4,5 ტონა) და რუსეთი (3,1 ტონა).
ასევე იანვარ-მარტში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) ოქროს მარაგი 3 ტონით გაზარდა.
მსოფლიო ოქროს რეზერვების 1/4-ს აშშ ფლობს – 25.4%, გერმანია – 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი – 7.6%-ს.
რამდენი ოქრო აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს
სებ-მა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მარტიდან დაამატა. ოქროს წილი სავალუტო რეზერვებში დაახლოებიტ 11%-მდეა და $529,4 მილიონს შეადგენს. სებ-მა $0.5 მილიარდის 7 ტონა 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო, საერთაშორისო სტანდარტის ზოდების სახით, ლონდონში შეიძინა.
მოთხოვნა სამკაულებზე და ოქროს ფასი
ოქროს სამკაულებზე გლობალური მოთხოვნა გასულ წელს მხოლოდ 2%-ით შემცირდა და წელიწადში 479 ტონა შეადგინა. საიუველირო ნაწარმის წარმოება გაიზარდა 1%-ით და წელიწადში 535 შეადგინა.
ოქროზე მოთხოვნა გაზრდილია ტექნოლოგიური სექტორის მხრიდან. წლიური ზრდა 10%-ს შეადგენს, რაც ხელოვნური ინტელექტის ბუმს უკავშირდება. 4%-ით გაიზარდა ოქროს მოპოვებაც.
უნცია ოქროს საშუალო ფასი პირველ კვარტალში რეკორდული $2,070 იყო, 10%-ით მეტი წინა წელთან შედარებით და 5%-ით მაღალი ვიდრე წინა კვარტალში
ოქროს ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს მარტში მიაღწია, როცა უნციამ $2214 შეადგინა.