TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს აფასებს. ანალიზის თანახმად:
- მარტის ეკონომიკის ზრდამ 8.2% შეადგინა, რაც მცირედით, მაგრამ მაინც მაღალია TBC Capital-ის მიერ საბაზო სცენარით 2024 წლისათვის გათვალისწინებულ ყოველთვიურ დინამიკაზე, რაც 6.4%-ს შეადგენს.
- ამავე პერიოდში სავალუტო ბაზარზე კვლავ აშშ დოლარის მიწოდება აღემატებოდა მოთხოვნას, რადგანაც სებ-მა $128 მილიონი შეისყიდა;
- აპრილის მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობა სავალუტო რეზერვების გაყიდვის შედეგი არაა;
- როგორც წესი, ინტერვენციები გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობის შერბილებას ემსახურება და არა მისი მიმართულების განსაზღვრას;
- თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში მიგრაციის ეფექტისა და ასევე ტრადიციული ტურიზმის საკმაოდ ძლიერი ზრდა დაფიქსირდა;
- არ ჩანს დეპოზიტების ლარიდან ვალუტაში გადადინების რამდენადმე მაინც გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ხშირად, ე.წ. სენტიმენტების გაუარესებისას, თვალსაჩინოა ხოლმე;
- აპრილში მცირედით იკლო ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილმა;
სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ბოლოდროინდელ მოლოდინებთან შესაბამისობაშია, კერძოდ:
- მარტის საკრედიტო აქტივობა უფრო მაღალი ბიზნეს მიმართულებით იყო;
- ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები, თუმცა, მთლიანობაში ყოველთვიური დინამიკა 3%-იან სამიზნესთან ახლოა, წლიური ინფლაცია კი აპრილის მდგომარეობით 1.5%-ს შეადგენს.