დღევანდელი, 7 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით უმცირედით, 0.03 თეთრით შეიცვალა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6800 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.71 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2, 8848 ლარი გახდა.
0,31 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3605 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.31 თეთრი ღირს.