დღევანდელი, 2 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6797 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.01 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8684 ლარი გახდა.
0,92 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3534 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.28 თეთრი ღირს.