ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სააღდგომო დღეებში მუშაობის განრიგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას(საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით).
გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება/გაზრდა არ მოხდება.
2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.
აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.
ამასთან, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge.