რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 16%-ზე დატოვა.
ბანკის დირექტორთა საბჭოს პროგნოზით, 2024 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 15–16%-ის დონეზე იქნება და 2025 წლებში 10–12%–მდე შემცირდება.
მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთში ინფლაცია მატულობს.
ცენტრალურმა ბანკმა 2024 წლის ინფლაციის პროგნოზი 4,3–4,8%-მდე გაზარდა, იმის გამო, რომ მომავალში ფასების ზრდის რისკს ხედავს. ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შიდა მოთხოვნა და ის ბევრად აღემატება მიწოდებას. ამასთან, აპრილში რუსეთის ფედერაციაში წარმოების ფასების ზრდას ვარაუდობენ.
ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ინფლაცია 4%-იან სამიზნე მაჩვენებელს უფრო ნელა დაუბრუნდება, ვიდრე ამას თებერვალში ვარაუდობდა. შემცირება 2025 წელს დაიწყება და 4%-მდე ჩამოვა.
ამასთანავე ცენტრალურმა ბანკმა 2024 წლისთვის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.5-3.5%-მდე გაზარდა(1.0-2.0%-დან).