ნავთობის ფასი შესაძლოა $100 გახდეს
მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მნიშვნელოვანმა ესკალაციამ შეიძლება ბარელი ნავთობის ფასმა $100 გადააჭარბოს და ინფლაციის შემცირების ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში ბევრ ქვეყანაში დაიწყო, შესაძლოა საპირისპირო მიმართულებით შეცვალოს.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ შეჩერდა ფასების კლება, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა. ეს კი ცენტრალური ბანკების მხრიდან საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აფერხებს.
ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ მისი პროგნოზი, რომ ნედლი ნავთობის ფასი მიმდინარე წელს საშუალოდ $84 იქნებოდა, სავარაუდოდ, ზედმეტად ოპტიმისტური იყო.
თავის უახლეს ანგარიშში მსოფლიო ბანკი წერს, რომ კონფლიქტის შედეგად გამოწვეულმა მიწოდების შემცირებამ შეიძლება Brent-ის საშუალო ფასი წელს შეიძლება $92-მდე გაზარდოს.
კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება კი ნავთობის ფასმა შეიძლება ბარელზე $100-ც გადააჭარბოს, რაც 2024 წელს გლობალურ ინფლაციას თითქმის ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის.
Brent-ის ტიპის ნავთობი ამჟამად $88-ად იყიდება.
არის ინფლაციის გაზრდის რისკი
მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს ბუნებრივი აირის, საკვებისა და სასუქების ფასებიც.
ბანკის პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, 2024 წელს სურსათის ფასი 6%-ით, 2025 წელს კი 4%-ით გაიზრდება, ხოლო სასუქების ფასი მიმდინარე წელს 22%-ით და 2025 წელს 6%-ით მოიმატებს.
„დიდმა ენერგეტიკულმა შოკმა შეიძლება შეაჩეროს ინფლაციის შემცირება, რამაც ბოლო ორი წლის განმავლობაში პროგრესი განიცადა“, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ცენტრალური ბანკების რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთები მოსალოდნელზე მაღალი დარჩება და მათი შემცირების მოლოდინი შემცირებულია.