TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აცხადებს, რომ გააუქმებს თავის აპს აშშ-ში თუ კომპანია ამოწურავს ყველა ლეგალურ გზას კანონმდებლობის შესაცვლელად, რომელიც მას პლატფორმას კრძალავს.
ByteDance აპლიკაციის გაყიდვას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან მისი შემოსავლებს დიდწილად TikTok ავსებს. ამიტომ, კომპანიას ურჩევნია დახუროს აპლიკაცია აშშ-ში, ვიდრე პოტენციურ ამერიკელ მყიდველზე გაყიდოს.
ByteDance იმედოვნებს, რომ TikTok-ის დახურვა ბევრად არ დააზარალებს, რადგან თავის ძირითად ალგორითმს დაიტოვებს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, TikTok-ის აკრძალვას ითვალისწინებს თუ ჩინური ByteDance არ გაყიდის სოციალურ ქსელს. კანონს ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
TikTok-მა და ByteDance-მა წელს $7 მილიონი დახარჯეს, რათა აშშ-ის მთავრობის მხრიდან ქვეყანაში სოციალური ქსელის აკრძალვა შეეჩერებინა.