საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტება 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 1.54 მლრდ ლარით (2.94%-ით) გაზარდეს (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.40%-ით გაიზარდა). ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ მარტის ბოლოს 53.78 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 562.23 მლნ ლარით (1.93%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 974.63 მლნ ლარით (4.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.99%-ით).