დღევანდელი, 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6910 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.98 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8753 ლარი გახდა.
3,68 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3460 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.27 თეთრი ღირს.