ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 8 კანდიდატი შეირჩა.
მათგან საბჭოს მომავალი წევრები სპეციალურმა კომისიამ უნდა დაასახელოს, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეშია შეკრებილი.
კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
-
ლევან სურგულაძე
-
სოსო ბერიკაშვილი
-
გიორგი თაბუაშვილი
-
ლაშა ქავთარაძე
-
მამუკა ჯიბუტი
-
ეკატერინე ღაძაძე
-
არჩილ იაკობაშვილი
-
ვახტანგ ჭარაია
სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი 28 პირს ჰქონდა. მათგან კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.
კომისიის შემადგენლობა ასეთია: თამარ სულუხია – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი – სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი – ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე – მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი.
აღნიშნული კომისია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 აპრილს შექმნა.