საქართველოდან ელექტროენერგიის ადგილობრივი ექსპორტი 14-ჯერ, თითქმის 1 330%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან $1.263 მლნ-ს (20.299 მლნ კვტ/სთ) ელექტროენერგია გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ $88.35 ათასი დოლარის ღირებულების (1.359 მლნ კვტ/სთ).
წელს ქართული დენი ყველაზე დიდი მოცულობით აზერბაიჯანში გავყიდეთ – $912.75 ათასის, მეორე ადგილზეა სომხეთი – $350.40 ათასის ღირებულებით. თურქეთში ექსპორტი განულებულია.
ექსპორტის ანალოგიურად, გაზრდილია იმპორტის მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველომ იყიდა $1.856 მლნ-ს ღირებულების დენი (438.4 ათასი კვტ/სთ), ხოლო 2023 წლის სამ თვეში $762.35 ათასის (600.3 ათასი კვტ/სთ).
წელს ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილის იმპორტი – $1.386 მლნ-ს ღირებულების, აზერბაიჯანიდან შემოვიდა, $469.85 ათასის კი რუსეთში ვიყიდეთ.