დღევანდელი, 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.18 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6729 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.16 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8469 ლარი გახდა.
2,55 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,2968 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.21 თეთრი ღირს.