2024 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების რაოდენობა და შემოსავალი გაიზარდა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტთა რიცხვმა 5%-ით, 710 ათასიდამ 733 ათასამდე მოიმატა, ასევე 5%-ით გაიზარდა შემოსავალიც, 11 მლნ ლარიდან 12 მლნ ლარამდე.
ამავე ანგარიშის მიხედვით, აბონენტების 98,7% ფიზიკური პირები იყვნენ, 1,30% კი იურიდიული. შესაბამისად, შემოსავლების უდიდესი ნაწილი – 97,45% ფიზიკური პირებზე მოდიოდა და მხოლოდ 2,55% იურიდიულზე.
აბონენტების განაწილება ტექნოლოგიების მიხედვით
რაც შეეხება აბონენტების ასე ნაწილდება:
- ციფრული ინტერნეტ ტელევიზიის(IPTV) აბონენტების წილი 88%-ია(2023 წლის თებერვალი- 86%);
- DVBT მაუწყებლობის(სეთ-თოფ ბოქსი)- 5,8%;
- რადიოსიხშირულის- 3,3%;
- კოაქსიალური- 2%;,
- ინტერნეტტელევიზია- 1,4%;
- თანამგზავრული- 0,1%
ამ მონაცემების შესაბამისად, შემოსავლების უდიდესი ნაწილი კომპანიებმა IPTV-ის აბონენტებისგან მიიღეს – 91%. რაც შეეხება ამ ტექნოლოგიების აბობენენტთა რაოდენობას, ის საანგარიშო პერიოდში 610 ათასიდან 640 ათასამდე გაიზარდა, შემოსავლები კი 10 მლნ ლარიდან 11 მლნ ლარამდე.
IPTV-ის აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით კი ასეთია:
- მაგთიკომი- 54,3%(2023 წელს – 55,1%);
- სილქნეტი- 37,8%(2023 წელს – 37,8%);
- ბაზრის სხვა მოთამაშეები- 7,9%-ია (2023 წელს – 7,1%).
შესაბამისად, შემოსავლების 52,8% მაგთიკომმა მიიღო (2023 წელს – 52,5%),, 40,3% – სილქნეტმა (2023 წელს – 41%), და მხოლოდ 7% სხვა ქსელებმა (2023 წელს – 6,5%).
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები.