თურქეთი მსოფლიოში მარწყვის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.
გაეროს პლატფორმა, Comtrade-ის მონაცემებით, გასულ წელს თურქეთმა საერთაშორისო ბაზრებზე 38 ათასი ტონა მარწყვი გაყიდა და მსოფლიოს ტოპ-6 ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მოხვდა.
Comtrade-ის თანახმად, მარწყვის ექსპორტით პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორეზე- მექსიკა, მას მოსდევს აშშ, საბერძნეთი და ნიდერლანდები, თურქეთი კი მე-6 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოში მარწყვის მთავარი იმპორტიორია.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ მეზობელ ქვეყანაში 3 690 ტონა კენკრის ეს სახეობა იყიდა ($1.012 მლნ-ს ღირებულების), რაც თურქული მარწყვის მთლიანი ექსპორტის 9.7%-ს შეადგენს.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, საქართველომ იანვარ-თებერვალში თურქეთში 345.95 ტონა მარწყვი იყიდა, ($415.26 ათასის ღირებულების), რაც მთლიანი იმპორტის 99,5%-ს შეადგენს. 1.49 ტონის იმპორტი ($2.98 ათასი) ეგვიპტიდან განხორციელდა.