საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $4, 699.4 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5%-ით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი $1, 325.7 მილიარდი იყო(შემცირდა 9.3%-ით), ხოლო იმპორტი $3, 373.6 მილიარდი (შემცირდა 5.3%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში $2, 047.9 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6%-ია.