საქართველოში კარტოფილის იმპორტი თითქმის 3-ჯერ შემცირდა, ადგილობრივი ექსპორტი კი გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ $303.2 ათასის 931.8 ტონა ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაყიდა, რაც 217%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის ორ თვეში კარტოფილის ადგილობრივმა ექსპორტმა $95.4 ათასი (795.7 ტონა) შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდულად, 81.6%-ით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში $469.3 ათასის ღირებულების 1,719 ტონა პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში $2.559 მლნ-ს ღირებულების 8,907 ტონა.
გთავაზობთ, ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ კარტოფილი.
ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:
- რუსეთი – $272.2 ათასის 1 025 ტონა
- ბელარუსი – $131.9 ათასის 497.4 ტონა
- სომხეთი – $41.2 ათასის 155.3 ტონა
- ნიდერლანდები – $19.65 ათასის 25 ტონა
- ირანი – $4.17 ათასის 16 ტონა
აღსანიშნავია, რომ წელს ქართული კარტოფილი ექსპორტზე სრულად მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა.