ერთი უნცია ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $2400-ს გადასცდა.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ივნისის კონტრაქტების ფასი 1,7%-ით გაიზარდა და $2413,9 შეადგინა. წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონი 14%-ზე მეტით არის გაძვირებული.
ძვირფასი ლითონების გაძვირებას აშშ-ის ფედერალური რეზერვისგან საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინი იწვევს. აღნიშნულ ფაქტორს მაღალი გეოპოლიტიკური რისკები და ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს აქტიური შესყიდვა ემატება.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ რისკები შენარჩუნდება და ოქროს გაძვირება გაგრძელდება.