დღევანდელი, 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6777 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.13 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9005 ლარი გახდა.
0.09 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3825 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.35 თეთრი ღირს.