დღევანდელი, 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.50 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6784 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1,21 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს კურსი 2,9018 ლარს შეადგენს.
1.46 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3, 3834 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.37 თეთრი ღირს.