Lululemon-ის გაყიდვები შემცირდა. კომპანიის პროგნოზით, წლიური შემოსავალი და მოგება 2024 ფინანსურ წელსაც წინასწარ დაგეგმილზე ნაკლები იქნება, რადგან მოთხოვნა პრემიუმ სპორტულ ტანსაცმელზე მცირდება.
სპორტულ მაღაზიებში პროდუქციის სიჭარბეა. ამის გამო წარმოებას შეკვეთები შეუმცირდა.
ამიტომ Lululemon 2024 წელს $10,70- $10,80 მილიარდამდე შემოსავლის მიღებას ვარაუდობს, $10,90 მილიარდის ნაცვლად.
საცალო მოვაჭრეები გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მომხმარებლები, ფასების მუდმივი ზრდის გამო, იაფ ბრენდებზე გადავიდნენ.
Lululemon-მა გასული წლის მეოთხე კვარტალში $3,21 მილიარდის შემოსავალი მიიღო, უმეტესად ახალი მოდელების გამოშვების ხარჯზე. კერძოდ, კარგად გაიყიდა მამაკაცის სპორტული ფეხსაცმლი Cityverse, ასევე Beyondfeel და Beyondfeel Trail-ის სარბენი ფეხსაცმლის ახალი მოდელები.
შემოსავლის შემცირებას ელოდება მსოფლიოს უმსხვილესი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Nike–იც. განსაკუთრებით 2025 ფინანსური წლის პირველ ნახევარში, ზოგიერთი ძირითადი ფრანჩაიზის და მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემცირების გამო.