თურქული ლირა დაეცა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია კვირას, 31 მარტს ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა. ოპოზიციამ გაიმარჯვა თურქეთის ბევრ ქალაქში, მათ შორის სტამბულსა და ანკარაში.
არჩევნების შედეგების ფონზე ლირა 0,2%-ით დაეცა და ერთი აშშ დოლარი 32,4 ლირა გახდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
მიმდინარე წელს თურქულმა ვალუტამ უკვე ღირებულების დაახლოებით 9% დაკარგა. ეს ვალუტის მეორე უდიდესი დევალვაციაა, ჩილეს პესოს შემდეგ.
თურქეთი კვლავ ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს ინფლაციის შემცირებას, იმის მიუხედავად, რომ ეს ზიანს აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და სესხის აღებას მოქალაქეების უმეტესობისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის.
თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის თებერვალში 67,07%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2022 წლის ნოემბრის შემდეგ. დანაზოგების ინფლაციისგან დასაცავად, თურქეთის ბევრი მოქალაქე ოქროსა და აშშ დოლარს ყიდულობს.