ჩინეთის $18,6 ტრილიონის მოცულობის ეკონომიკამ მოკლევადიანი ვარდნა შეწყვიტა და იანვარ-თებერვალში ზრდა აჩვენა.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში საწარმოო აქტივობა ექვს თვეში პირველად გაიზარდა. ხოლო საცალო გაყიდვებმა საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა.
ეკონომიკური აქტივობის წახალისების მიზნით, ჩინეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. მათ შორის გამოუშვა სუვერენული ობლიგაციები ინფრასტრუქტურული ხარჯების წასახალისებლად. იმავდროულად, მიიღო ზომები იპოთეკური სესხების სტიმულირებისთვის.
მარტის დასაწყისში პეკინმა განაცხადა, რომ 2024 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
აღდგენის მოლოდინის მიუხედავად, არსებობს სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის, უძრავი ქონების სექტორში ხანგრძლივი კრიზისი, ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონე და დეფლაცია. გარდა ამისა, გლობალური ეკონომიკის შენელება ამცირებს მოთხოვნას ჩინურ საქონელზე უცხოეთის ბაზრებზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა(სსფ) იანვარში გადახედა თავისი პროგნოზს და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 0,4 პროცენტული პუნქტით 4,6%-მდე გაზარდა, რაც შარშანდელ რეალურ 5,2%-იან ჩამორჩება. სსფ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამთავრობო ხარჯების გაზრდის მოტივით ასაბუთებს,
ეკონომისტების პროგნოზით, ჩინეთი 2035 წლისთვის სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა იქნება.