TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტისთვის თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება ყველა მოლოდინს აღემატებოდა.
მისი შეფასებით, ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს.
სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით აღსანიშნავია, წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალ ფისკალურ სტიმული და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებითი გაუმჯობესება.
„თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი უხერხულია, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა” ,- აღნიშნულია შეფასებაში.
მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, 2024 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ზე მაღალი იქნება.