ფორთოხლის წვენი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომელიც 2024 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტად გაძვირდა.
tradingeconomics-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქტზე ერთი წლის განმავლობაში ფასებმა 47,7%-ით მოიმატა და ერთი ფუნტის ღირებულებამ $3 გადააჭარბა.
ფორთოხლის წვენის იმპორტი გაძვირდა საქართველოშიც. თუ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ერთი ლიტრის (გაუყინავი ფორთოხლის წვენი) იმპორტი ქვეყანას საშუალოდ $1.95 უჯდებოდა, წელს მისი ფასი $3.05-მდე გაიზარდა, ანუ მატება დაახლოებით 56.4%-ს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ $124.12 ათასის ღირებულების 63.79 ტონა ფორთოხლის წვენი იყიდა, წელს ორ თვეში კი $348.07 ათასის ღირებულების 114 ტონა.
აღსანიშნავია, რომ ფორთოხლის წვენის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა წელს ბელგია იყო, საიდანაც $299.1 ათასის 82.7 ტონა შემოვიდა. მეორე ადგილეა გერმანია – $21.3 ათასის ღირებულების 4 ტონით, სამეულშია – თურქეთი $20.35 ათასის ღირებულების 24.26 ტონით.