Nike გეგმავს შეამციროს ისეთი პოპულარული სპორტული ფეხსაცმლის გამოშვება, როგორიცაა Air Force 1 და Pegasus. ცვლილებები მას შემდეგ გადაწყდა, რაც ანალიტიკოსებმა ფეხსაცმლის ამ ხაზს “მოძველებული” უწოდეს.
სანაცვლოდ კომპანია აქცენტს გააკეთებს Air Max Dn-ზე, ახალ სავარჯიშო ფეხსაცმელზე, რომელიც ამ კვირაში გამოვა.
Nike ასევე მუშაობს Pegasus-ის ახალ ვერსიაზე, Pegasus 41-ზე, რომლის გამოშვებაც ამ გაზაფხულზე იგეგმება.
Nike დამისი კონკურენტები, მათ შორის Adidas, ასევე განიცდიან გაყიდვების შემცირებას. სპორტული ფეხსაცმელებზე მოთხოვნა გლობალურად შემცირებულია, განსაკუთრებით ევროპასა და ჩინეთში.
Nike ყველაზე მეტ შემოსავალს სპორტული ფეხსაცმელების რეალიზაციიდან იღებს, რასაც მოჰყვება ტანსაცმელი და სპორტული აღჭურვილობა.
Nike-ის წლიური ანგარიშის თანახმად, სპორტულმა ფეხსაცმელმა მას $33,1 მილიარდი მოიტანა გასულ წელს, რაც ორჯერ მეტია ტანსაცმლიდან მიღებულ შემოსავალზე.
კომპანიამ გააფრთხილა ინვესტორები, რომ 2024 წლის მეორე ნახევარში, ეკონომიკური არასტაბილურობისა და მოთხოვნის შენელების ფონზე, შემოსავლების კლებას ელოდება,