PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ, წინა წელთან შედარებით, 7%-ით დაიკლო. ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდა 2022 წელს წელს დაფიქსირებული უარყოფითი ტენდენცია.
აღნიშნული კლება დიდწილად გამოწვეული იყო მშრალი ნაყარი ტვირთის (წ.წ -28%) და თხევადი ნაყარი ტვირთის (წლიურად -15%) მოცულობის შემცირებით.
ამავდროულად, 2023 წელს საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა. ზრდამ წინა წელთან შედარებით 45% შეადგინა. გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ჯამში 693,976 იყო.
რაც შეეხება კონტეინერების წონას, ის წლიურად 20%-ით გაიზარდა და 6.014-ს მილიონ ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
PMCG-ის თანახმად, ტვირთების გადაზიდვის და კონტეინერების რაოდენობის ზრდა შეიძლება მიეკუთვნებოდეს რუსეთის გადაზიდვებზე სანქციების დაწესებას, რამაც მათი საქართველოს მარშრუტზე გადამოტანა გამოიწვია.