PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2023 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობებში შენახული საქონლის მთლიანმა მოცულობამ 311,141 ტონა შეადგინა, რაც 9.9%-იანი წლიური ზრდაა.
2023 წელს გაძვირდა სამაცივრე ობიექტების მომსახურების საშუალო დღიური ღირებულება. ფასებმა წინა წელთან შედარებით 10%-ით მოიმატა და ტონაზე 2 ლარს მიაღწია. 2021-2022 წლებში აღნიშნული ტარიფი 1,8 ლარი იყო.
საქართველოს მასშტაბით არსებული 256 სამაცივრე საწყობიდან, თითქმის ორი მესამედი (64%) შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. მეორე ადგილზეა კახეთი- 12%-იანი წილით, მესამეზე- თბილისი- 11%-ით, სამაცივრე მეურნეობების 7% ქვემო ქართლშია განთავსებული.