მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 35,9%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 10,9%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში $258,122 მლნ-ს ღირებულის (17 515 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი $402,729 მლნ-ს (28 868 ერთეული) შეადგენდა.
მსხვილი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული:
- აშშ – $151,167 მლნ
- იაპონია – $33,417 მლნ
- გერმანია – $31,141 მლნ
- კორეის რესპუბლიკა – $6,515 მლნ
- ჩინეთი – $5,212 მლნ
რაც შეეხება ექსპორტს, წელს ორ თვეში მსუბუქი ავტომობულების ექსპორტიდან შემოსავალმა $262,592 მლნ (12 373 ერთეული) შეადგინა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი $236,842 მლნ-ს (13 501 ერთეული).
მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- ყირგიზეთი – $122,256 მლნ
- ყაზახეთი – $76,388 მლნ
- აზერბაიჯანი – $37,075 მლნ
- სომხეთი – $15,695 მლნ
- ტაჯიკეთი – $3,652 მლნ