ეგვიპტეში ქართული პროდუქტის ექსპორტი 42,307%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ეგვიპტეში ექსპორტზე გავიდა $20,5 ათასის პროდუქცია, 2023 წლის 2 თვეში კი $8,694 მლნ-ს ღირებულების.
ზრდა ძირითადად გამოწვეულია ფეროშენადნობების ექსპორტით.
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ეგვიპტეში $8,597 მლნ-ს ფეროშენადნობები გავიდა. (2023 წელს ამ პროდუქტის ეგვიპტეში ექსპორტი არ განხორციელებულა). მეორე ადგილზეა – ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $77,08 ათასის ღირებულებით და მესამეზე – მოწყობილობები საფეიქრო ნართის ან მზა ნაწარმის გასარეცხად, გასაშრობად და სხვა – $5,42 ათასის ღირებულების.
ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $803.3 მლნ. შეადგინა, რაც 12.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 25.1%-ით შემცირდა და $372.4 მილიონს გაუტოლდა.