დღევანდელი, 18 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.99 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7098 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.27 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს კურსი 2,9529 ლარია.
0.66 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4498 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.39 თეთრი ღირს.