Electrolux-მა, Tefal-მა Braun-მა და Rowenta-მა მათ პარტნიორებს რუსეთში პროდუქციის რეექსპორტი აუკრძალეს. ამის შესახებ რუსული კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათ პარტნიორებთან გაფორმებულ კონტრაქტებში მიუთითეს, რომ რუსეთში პარალელურ ექსპორტზე მორატორიუმი ცხადდება. ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, ბრენდები გაწყვეტენ ხელშეკრულებას საცალო მოვაჭრეებთან.
Electrolux-მა და კორპორაცია Procter & Gamble-მა, რომელიც ფლობს Tefal-ს, Braun-ს და Rowenta-ს, თავისი პროდუქციის რუსეთის ბაზრებზე შეტანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა. ასე მოიქცა ბევრი სხვა კომპანიაც, თუმცა, მათი პროდუქცია რუსეთში პარალელური იმპორტით ხვდებოდა.
რუსეთში მიიჩნევენ, რომ პარალელური იმპორტის აკრძალვამ შეიძლება არაერთი პროდუქტის ბაზრიდან სრული გაქრობა გამოიწვიოს. მათ ადგილს, სავარაუდოდ, ჩინური და თურქული კომპანიები დაიკავებენ.
2022 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს პარალელური იმპორტის ლეგალიზაციის შესახებ. პარალელური იმპორტისთვის დასაშვები საქონლის ნუსხას მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ადგენს.