ლიბერთი 15 მარტიდან განაახლებს პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პირობებს, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრამდეა გაცემული.
კერძოდ, ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.
ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ https://bit.ly/3TAQ4Pt