ეროვნული ბანკის მიერ, რეფინანსირების განაკვეთის 0,75%-ით, 8.25%-მდე შეამცირების შედეგად, 185 ათასამდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183,511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
სებ-ის მონაცემებით, საკრედიტო ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მლრდ. ლარის (43%).
2024 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 16.5% შეადგენს, რაც დაახლოებით 0.6%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე, როცა საშუალო განაკვეთი 17.1% იყო.