საქართველოში ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარიატის იმპორტი 61,7%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ასეთი ნივთების იმპორტმა $798,96 ათასი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი $494.05 ათასი იყო.
ამავე სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანა ხელოვნების ნიმუშებს ძირითადად გაერთიანებულ სამეფოში, ჩინეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და კიდევ ათიოდე ქვეყანაში ყიდულობს.
რაც შეეხება ნივთებს, იმპორტის უდიდესი ნაწილი ხელით შესრულებულ სურათებზე, ნახატებსა და პასტელებზე მოდის. 2023 წელს ამ ტიპის ნივთების იმპორტმა $622.35 ათასს შეადგინა.
შესყიდული ნივთების რაოდენობით მეორე ადგილზეა ნებისმიერი მასალისაგან დამზადებული ქანდაკებების და სტატუეტების დედნები, ჯამში – $138.81 ათასის ღირებულების.
კოლექციები და საკოლექციო ნივთების იმპორტმა კი გასულ წელს მხოლოდ $23.74 ათასი შეადგინა.
100 წელზე მეტი ხნის ანტიკვარიატის იმპორტი კი 2023 წელს მხოლოდ 10.81 ათასი იყო.