დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის ვაკანტურ პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისრტმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, პარლამენტის მოქმედი წევრია, მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.
მიხეილ სარჯველაძე დეპუტატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით გახდა.
ის ამ დრომდე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მან 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.