ბიტკოინის ფასმა გუშინ, 5 მარტს, ახალი რეკორდი დაამყარა. მისი ღირებულება $69,208-მდე გაიზარდა და გადააჭარბა ყველა დროის მაქსიმუმს $68,999-ს, რომელიც 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. შემდეგ ფასმა ისევ კლება დაიწყო და დღის ბოლოს დაახლოებით $62,185-მდე ჩამოვიდა.
ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კრიპტოვალუტის არასტაბილურობას.
ფასების ახალ ზრდას ხელი შეუწყვეს ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტებმა, რომლებმაც ბიტკოინების შესაძენად მილიარდები დახარჯეს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრიპტოვალუტები ახლა გამოიყენება ოქროს ალტერნატივად, როდესაც ბაზრები რისკებისგან ჰეჯირებას ცდილობენ, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირობებში.
ამიტომ როდესაც ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება, კრიპტოვალუტაც იმავეს აკეთებს.