2023 წელს კრედო ბანკმა 39,185 მლნ ლარის მოგება მიიღო, რაც დაახლოებით 17,5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელი კრედომ 47,515 მლნ ლარის მოგებით დახურა.
რაც შეეხება სხვა ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კრედო ბანკის მთლიანი აქტივები შეადგენდა 2,466 მლრდ ლარს, ვალდებულებები კი 2,160 მლრდ ლარს.
ამასთან, კრედომ 2023 წელს 452,133 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღო, საანგარიშო პერიოდში საკომისიოდან მიღებულმა შემოსავალმა კი 52,99 მლნ ლარი შეადგინა.
კრედო 2007 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ის ბაზარზე როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ისე ოპერირებდა. 2017 წლის 20 მარტს კი „კრედომ“ საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ლიცენზია მიიღო.