შვეიცარიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოქალაქეებმა ხმა მისცეს მე-13 პენსიის დაწესებას. მისი გაცემა, მე-13 ხელფასის მსგავსი პრინციპით, ყოველი წლის ბოლოს მოხდება. მისი გაცემა 2026 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
დამატებითი პენსიის აუცილებლობა დღის წესრიგში საარსებო მინიმუმის ზრდის გამო დადგა. შვეიცარიაში ცხოვრების ღირებულება, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ციურიხი და ჟენევა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ჯანმრთელობის დაზღვევის განაკვეთი სწრაფად იზრდება და ხანდაზმულ ადამიანებს მისი გადახდას უჭირთ. სულ უფრო მეტი შვეიცარიელი მუშაობს 70 წლამდე, რათა მეტი შემოსავალი მიიღონ.
მე-13 პენსიის რეფერენდუმზე გატანას პროფკავშირები ლობირებდა. ხელისუფლებამ და ბიზნესმა ინიციატივას ფინანსურად გაუმართლებელი უწოდეს, თუმცა, მან ამომრჩეველთა 58%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
ოპონენტები ამბობენ, რომ დამატებითმა პენსიამ შეიძლება გამოიწვიოს გადასახადების ზრდა, რაც ტვირთად ახალგაზრდა შვეიცარიელებს დააწვება.
შვეიცარიაში ამჟამად მინიმალური ასაკობრივი პენსია თვეში $1,393-ს შეადგენს ხოლო მაქსიმალური $2768-ია
ამავდროულად, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს საპენსიო ასაკის 65-დან 66 წლამდე გაზრდას. ამომრჩეველთა 74%-ზე მეტი ამ ინიციატივას წინააღმდეგი იყო.