საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯს სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს. შესაბამისი ცვლილება კანონში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 29 თებერვალს შევიდა და უკვე ამოქმედდა.
სახელმწიფო სუროგატი დედების მშობიარობას 2013 წლიდან აფინანსებდა. 2023 წლის ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფი გაიზარდა და გათანაბრდა. სერვისის ღირებულება DRG სისტემის მიხედვით ანაზღაურდება.
ამასთანავე მიმდინარე წლის იანვრიდან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელ ყველა დაწესებულებას ვალდებულება დაეკისრა, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.
ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია პირად მონაცემებთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით დამუშავდება, მათ კონფიდენციალურობას კი ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, მხოლოდ სუროგაციით გზით 500 ბავშვი დაიბადა. 2022 წელს კი მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს ქვეყანაში ამჟამად 19 დაწესებულება ახორციელებს.
პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობად აღარ ჩაითვლება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა.
ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. თავდაპირველად კანონი ძალაში 2024 წლიდან უნდა შესულიყო, თუმცა ის ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ასევე შეგახსენებთ, რომ