OPEC+-ის წევრებმა, რომელთა შორის საუდის არაბეთი და რუსეთიც არიან, შეთანხმდნენ, რომ ივლისამდე გააგრძელებენ ნავთობის შემცირებული მოცულობით მოპოვებას.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მისი დღიური მოპოვება ივნისის ბოლომდე 9 მილიონი ბარელის დონეზე დარჩება.
რუსეთი, რომელიც OPEC+-ს მეთაურობს, ამბობს, რომ ნავთობის მოპოვებასთან ერთად ექსპორტსაც შეამცირებს, დამატებით 471,000 ბარელით დღეში.
- ერაყი გააგრძელებს მოპოვების 220,000 ბარელით შემცირებას;
- არაბეთის გაერთიანებული საემიროები – დღიურად 163,000 ბარელით;
- ქუვეითი -135,000 ბარელით;
- ალჟირი- 51,000 ბარელით;
- ომანი- დღეში 42,000 ბარელით.
რაც შეეხება პროგნოზს, როგორი იქნება ნავთობზე მოთხოვნა მიმდინარე წელს, გაურკვეველია.
OPEC-ის პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება 2,25 მილიონ ბარელამდე დღეში. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო კი ბევრად უფრო ნაკლებ ზრდას ელოდება -1,22 მილიონ ბარელამდე დღეში.