გერმანიაში წარმოების მოცულობა ოთხი თვის მინიმუმამდე შემცირდა.
S&P Global-ის თანახმად, თებერვალში გერმანიაში საწარმოო აქტივობამ დაიკლო, რაც ეკონომიკური ვარდნის დაჩქარებულ ტემპზე მიუთითებს.
მიზეზი ის არის, რომ გერმანიის ქარხნებს მუშაობა გლობალური მოთხოვნის შემცირების, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გაძვირებული ენერგიის პირობებში უწევთ .ახალი შეკვეთების შემცირებულია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
S&P Global-მა განაცხადა, რომ წარმოების სექტორი მზარდ დაბრკოლებებს განიცდის.
თავად მწარმოებლებიც პესიმისტურად არიან განწყობილნი 2024 წლის მიმართ.
როგორც ჩანს, გერმანიის, როგორც ინდუსტრიული ზესახელმწიფოს პირველობა „სრულდება“, აღნიშნა Bloomberg News-მა გერმანიის ეკონომიკის მიმოხილვისას.
როგორც Bloomberg წერს, გერმანიაში საუკუნოვანი ქარხნები იხურება და კომპანიებს საწარმოო ხაზები სხვა ქვეყნებში გადააქვთ. წარმოების სხვა ადგილას გადატანის მიზეზი ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგომატარებლების ფასის ზრდაა.
ევროპის უმსხვილესი ქიმიური მწარმოებლები BASF SE და Lanxess AG ათასობით თანამშრომელს ამცირებენ. ქიმიური წარმოება იმ სექტორებს შორისაა, რომლებიც რუსული გაზზე უარის თქმის გამო, ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
ფრანგული საბურავების მწარმოებელი Michelin და მისი ამერიკელი კონკურენტი Goodyear ასევე ხურავენ ან ამცირებენ თავიანთ წარმოებას გერმანიაში.