დღევანდელი, 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.37 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,6562 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2,8820 ლარი შეადგინა.
0.55 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3686 ლარია.
თურქული ლირა 8.53 თეთრი ღირს.